კრეატიული განვითარების ცენტრი (USAID)ზრდა პროგრანამასთან ერთად იწყებს მენტორთა შერჩევას პროექტში ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის .

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას .

რა : მენტორთა ინტენსიური ბანაკი

სად : თბილისი , სასტუმრო ბომონდ გარდენი

როდის : 11 – 18 აპრილი

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა : 1 აპრილი.

თუ ხარ:

  • 18-35 წლამდე
  • გაინტერესებს ციფრული მარკეტინგი
  • გსურს გახდე დამოუკიდებელი freelancer და მიიღო შემოსავალი
  • მიიღო ცოდნა სასტუმროებისა და ზოგადად ბიზნესის ონლაინ ისვრცეში განვითარების შესახებ, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა.

BootCamp ჩატარდება თბილისში , 11 – 18 აპრილს და 4 სავალდებულო მოდულის ინტენსიური კურსის ( იხილეთ ქვემოთ ) გარდა მოიცავს შემდეგ საკითხებს :

1. მენტორობის კონცეფცია და coaching ტექნიკები

2. ტრენერთა ტრენინგი : არაფორმალური განათლების საბაზისო მეთოდები

3. თვითგანვითარება და საკუთარი თავის ბრენდინგი

4. ფრილანსერობა როგორც პროფესია

მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს კრეატიული განვითარების ცენტრი .

სამიზნე რეგიონები :

ზუგდიდი , გორი , კასპი , ახალციხე , ბორჯომი , მარნეული , ახმეტა , წალენჯიხა , ადიგენი , ნინოწმინდა , ასპინძა .

თითოეული რეგიონიდან შეირჩევა 2 – 3 მონაწილე , რომელიც :

• გაივლის ციფრული მარკეტინგის ინტენსიურ პროგრამას  11 – 18 აპრილს

• მხარს დაუჭერს კრეატიული განვითარების ცენტრს მონაწილეების მობილიზებაში

• გაივლის პრაქტიკას პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე მაისი – ივნისის პერიოდში

• მიიღებს ციფრული მარკეტინგის მენტორის სერტიფიკატს და შეძლებს დამოუკიდებელ მუშაობას ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად .

პროექტი მოიცავს რამოდენიმე ეტაპს :

1. მენტორთა ინტენსიური ტრენინგი 11 – 18 აპრილს

2. ადგი ლობრივ ბენეფიციარებთან მოშაობა 4 მოდულის მიხედვით და მენტორთა პრაქტიკა ( მაისი – ივნისი )

3. მენტორების სერტიფიცირება შესაბამისი მოდულის მიმართულებით ( სექტემბერი )

პროგრამა მოიაზრებს 4 საგანმანათლებლო მოდულს . სასურველია , რომ შერჩეულ მენტორს ქონდეს ინტერესი და საბაზისო გამოცდილება მინიმუმ 1 მოდულის განხრით :

• რეგისტრაცია საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ პლატფორმებზე

• ფონდების მოძიება და ფინანსური გათვლები

• ფოტო და ტექსტუალური მასალის დამუშავება და ვიზუალური პაკეტების შექმნა

• Web Development და რეკლამა სოციალურ მედიაში

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა : 1 აპრილი

 გთხოვთ , იხილოთ სარეგისტრაციო ფორმა : http://bit.ly/2D1v89O

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ :

ლაშა ბახუტაშვილი +995 557272850

l.bakhutashvili@cdc.org.ge

 დავით მირველაშვილი +995 595996030

dmirvelashvili@cdc.org.ge

2018-03-28T17:06:01+00:00