5 ოქტომბერს კრეატიული განვითარების ცენტრმა კარიერული წინსვლის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყო საგანმანათლებლო სივრცეები, სადაც გაიმართა ვორკშოპები და შემეცნებითი ღონისძიებები. ფორუმი ემსახურებოდა ახალგაზრდებისთვის იმ კომპეტენციებისა და თანამედროვე მეთოდების გაზიარებას, რაც მათი განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვისაა საჭირო. ვორკშოპებს ატარებენ სპიკერები თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და რუსეთიდან, რომლებიც არიან საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. დღის ბოლოს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კარიერული წინსვლის ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე მოეწყო პანელური დისკუსია ახალგაზრდების დასაქმების, კომპეტენციების განვითარებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის თემაზე, რაშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის, ბიზნეს აქსელერაციის პროგრამის Start-up Nest და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებმა. მათ მიმოიხილეს სამი სექტორის პერსპექტივა საქართველოში დასაქმებისა და კომპეტენციების განვითარების საკითხებზე. კარიერული წინსვლის ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, გერმანული ორგანიზაცია CRISP e.V. ევროკავშირის პროგრამა ERASMUS+. პარტნიორები: ბიზნეს აქსელერაციის პროგრამა Start-up Nest, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი.
2018-03-14T12:27:29+00:00