„მწვანე თბილისი“ ორგანიზაცია მიტოსტის ალუმნების მიერ ინიცირებული აქტივობაა. პროექტის მხარდამჭერები არიან: MitOst რობერტ ბოშის პროექტი, ირის ჯგუფი, მრავალფეროვნების მართვა, CDC კრეატიული განვითარების ცენტრი, GBDC კავკასია. „მწვანე თბილისის“ მიზანს ქალაქში გამწვანების საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივობების წახალისება წარმოადგენს. პროექტი იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა თემატური სტენსილების გავრცელება, გზავნილის შემცველი ნერგების დარიგება საჯარო (და არამარტო) დაწესებულებებში, კიბეების მწვანედ შეღებვა, ახალი ხეების დარგვა, მწვანე კუთხის მოწყობა და ა.შ.

2018-03-14T12:00:59+00:00