28-30 სექტემბერს კრეატიული განვითარების ცენტრმა პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლა. პროექტის ტრენერებმა წარმოადგინეს ადგილობრივი ღონისძიების შედეგები და დაგეგმეს საჯარო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც 30 სექტემბერს, ფაბრიკაში წარმოადგინეს ფორუმ თეატრი თემაზე: ახალგაზრდების გამოწვევები შრომის ბაზარზე. ფორუმ თეატრს მოყვა განხილვა და პანელური დისკუსია. პროექტის ფარგლებში გადამზადდა 80 ფასილიტატორი, ჩატარდა 10 ფორუმ თეატრი საქართველოს რეგიონებში, ვიმუშავეთ 200-ზე მეტ ახალგაზრდასთან ბათუმიდან, ზუგდიდიდან, გორიდან და ქუთაისიდან.
2018-03-14T12:34:57+00:00