თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზისა და მართვის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა სემინარების ციკლი ,,კონფლიქტი, ოკუპაცია და ადამიანის უფლებები”. მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში კონფლიქტის, ოკუპაციისა და ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება და ამასთან, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება. პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ მოლაპარაკების ტექნოლოგიებს; მიეღოთ ის თეორიული ცოდნა, რასაც პრაქტიკაში აუცილებლად გამოიყენებენ; გაეცნობიერებინათ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ისტორიას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე; სემინარების ფარგლებში მოეწყო შეხვედრები სტუმრებთან, რომლებმაც ისაუბრეს ქართულ-აფხაზური-ოსური დიალოგისა და კავკასიის კონფლიქტების შესახებ.
2018-03-14T11:42:25+00:00