კრეატიული განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ახლრციელებს პროეტს „სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“. პროექტის მთავარი მიზანია გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ახალგაზრდობასთან აქტიურად მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერება და ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ფორუმ თეატრის გამოყენებით. ფორუმ თეატრი, ეს არის თეატრალური მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა ბრაზილიელმა აუგუსტო ბოალმა, და დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო განათლებაში და ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის.

2018-03-14T12:31:56+00:00