25-26 ოქტომბერს ვაკის მედიათეკაში გამოფენა სახელწოდებით ,,ხელოვნების ხიდი’’ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტო-ვიდეო მასალა ევროპის 20 ქვეყნიდან და კავკასიიდან, რაც ფრანგმა, გერმანელმა და ქართველმა ფოტოგრაფებმა ერთ თვიანი მოგზაურობის შედეგად მოიპოვეს. გამოფენის, ისევე როგორც მოგზაურობის, მთავარი თემები კონფლიქტები, იდენტობა და ბარიერები იყო. პროექტი წარმოადგენდა ტრინაციონალურ ინიციატივას და სამ დაძმობილებულ ქალაქს – ნანტს, საარბრუკენსა და თბილისს აერთიანებდა. გამოფენა კრეატიული განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისობის ფარგლებში გაიმართა. https://artbridgeseurope.wordpress.com/

2018-03-14T12:21:42+00:00