ელექტრონული კომერციის  პოპულარიზაცია რეგიონულ მეწარმეებს შორის

2018 წლის ნოემბრიდან კრეატიული განვითარების ცენტრი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს  პროექტს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით. პროექტის ფარგლებში შეირჩევიან მეწარმეები საქართველოს 37 მუნიციპალიტეტიდან და მათთვის ჩატარდება ტრენინგები ელექტრონული კომერციის, სახელმწიფო სერვისების გამოყენებისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. პროექტის სამიზნე რეგიონებია: შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი და სამეგრელო.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, არამხოლოდ მიიღონ ცოდნა ტრენინგების მეშვეობით, არამედ შეხვდნენ წამყვან ორგანიზაციებს შესაბამისი მიმართულებით მათსავე რეგიონში, გაეცნონ ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ, დარეგისტრირდნენ გლობალურ პლატფორმებზე საკუთარი პროდუქციიდან დამატებითი შემოსავლის მიღებისათვის. ასევე საბოლოოდ შერჩეულ 100 ბენეფიციარს ჩვენი ორგანიზაცია შეუქმნის კონტენტ პაკეტს და მისცემს შესაძლებლობას კვალიფიციური მენტორის დახმარებით  პროექტის მსვლელობისასვე გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ონლაინ პლატფორმებზე და მიიღოს შემოსავალი. პროექტის მსვლელობისას მონაწილეები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას დონორებისგან შეთავაზებული თანადაფინანსების წყაროების შესახებ.

2018 წლის დეკემბრიდან ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროექტის და საგანმანათლებლო მოდულის შესახებ.  ტრენინგების პირველი ფაზა დაიწყება თებერვალში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ:info@cdc.org.ge, ასევე დაგვიკავშირდით: 571 01 84 19

2019-01-10T12:03:00+00:00