About shako

This author has not yet filled in any details.
So far shako has created 31 blog entries.

მენტორინგის პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით

2018-11-15T11:01:30+00:00

კრეატიული განვითარების ცენტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იწყებს მენტორინგის პროგრამას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით. პროგრამა ამ ეტაპზე აცხადებს სამ შესარჩევ კონკურსს: 1. ბიზნეს მენტორების შერჩევა 2. ქალი მეწარმეების შერჩევა მენტორინგის პროგრამაში მონაწილეობისთვის 3. კომპანიების შერჩევა ბიზნეს მენტორინგის დანერგვის მიზნით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ატვირთულ ფაილებში: CDC_INFOPACK_WOMENENT UPD_info pack mentors UPD_ info pack for companies

მენტორინგის პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით 2018-11-15T11:01:30+00:00

კრეატიული განვითარების ცენტრი ეძებს რეგიონულ კოორდინატორებს!

2018-11-15T10:17:50+00:00

"კრეატიული განვითარების ცენტრი" ახალი პროექტის "მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში აცხადებს მოკლევადიან ვაკანსიებს რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: მცხეთა-მთიანეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი კახეთი ქვემო ქართლი ვაკანსიის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე

კრეატიული განვითარების ცენტრი ეძებს რეგიონულ კოორდინატორებს! 2018-11-15T10:17:50+00:00

კრეატიული განვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას!

2018-10-30T12:53:42+00:00

"კრეატიული განვითარების ცენტრი" ახალი პროექტის: "მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში აცხადებს ვაკანსიებს: კომუნიკაციების ასისტენტი და ადმინისტრაციული ასისტენტი. შემოუერთდი აქტიური, საინტერესო და მოტივირებული ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღე ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოცდილება! დეტალურ ინფორმაციას გაეცანით jobs.ge-ს ბმულზე

კრეატიული განვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას! 2018-10-30T12:53:42+00:00

ფორუმ თეატრი – სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება

2018-04-21T15:29:43+00:00

კრეატიული განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით და ზრდასრულთა განათლების ქსელთან თანამშრომლობით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პროექტში: „სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“. პროექტის მთავარი მიზანია სამიზნე რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ფორუმ თეატრის გამოყენებით. ფორუმ თეატრი, ეს არის თეატრალური მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა ბრაზილიელმა აუგუსტო ბოალმა, და დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო განათლებაში და ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ რეგიონში შეირჩევა 20-20 მონაწილე, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა: - გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი: სამოქალაქო აქტივიზმი და ფორუმ თეატრი როგორც ინოვაციური მეთოდოლოგია - დაგეგმონ და განახორციელონ ფორუმ თეატრი საკუთარ რეგიონში ადგილობრივ ახალგაზრდობასთან - წარმოადგინონ მიღწეული შედეგები [...]

ფორუმ თეატრი – სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება 2018-04-21T15:29:43+00:00

ფორუმ თეატრი – სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება

2018-04-21T15:15:43+00:00

კრეატიული განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით და ზრდასრულთა განათლების ქსელთან თანამშრომლობით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პროექტში: „სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“. პროექტის მთავარი მიზანია სამიზნე რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ფორუმ თეატრის გამოყენებით. ფორუმ თეატრი, ეს არის თეატრალური მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა ბრაზილიელმა აუგუსტო ბოალმა, და დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო განათლებაში და ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ რეგიონში შეირჩევა 20-20 მონაწილე, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა: - გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი: სამოქალაქო აქტივიზმი და ფორუმ თეატრი როგორც ინოვაციური მეთოდოლოგია - დაგეგმონ და განახორციელონ ფორუმ თეატრი საკუთარ რეგიონში ადგილობრივ ახალგაზრდობასთან - წარმოადგინონ მიღწეული შედეგები [...]

ფორუმ თეატრი – სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება 2018-04-21T15:15:43+00:00

ბენეფიციართა შესარჩევი კონკურსი პროექტში “ციფრული მარკეტინგი რეგიონული ბიზნესის განვითარებისთვის”

2018-03-30T13:32:11+00:00

ბენეფიციარების შესარჩევი კონკურსი - ციფრული მარკეტინგი რეგიონული ბიზნესის განვითარებისათვის "კრეატიული განვითარების ცენტრი", USAID-ის ზრდა პროგრამასთან ერთად, იწყებს ბენეფიციართა შერჩევას პროექტში "ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის". პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რა: ინტენსიური ტრენინგის კურსი ციფრულ მარკეტინგში სამიზნე მუნიციპალიტეტები: ზუგდიდი, გორი, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, მარნეული, ახმეტა, წალენჯიხა, ადიგენი, ნინოწმინდა, ასპინძა. როდის: მაისი-ივლისი 2018 წელი აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2018 წ. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის ადამიანი სამიზნე რეგიონებიდან, რომელსაც აქვს სასტუმრო, სასტუმრო სახლი ან სურვილი, რომ საკუთარი კერძო საკუთრება, თუნდაც არსებული 1-2 ოთახის სახით გამოიყენოს ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარები გაივლიან ინტენსიურ [...]

ბენეფიციართა შესარჩევი კონკურსი პროექტში “ციფრული მარკეტინგი რეგიონული ბიზნესის განვითარებისთვის” 2018-03-30T13:32:11+00:00

სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში

2018-03-14T12:34:57+00:00

28-30 სექტემბერს კრეატიული განვითარების ცენტრმა პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლა. პროექტის ტრენერებმა წარმოადგინეს ადგილობრივი ღონისძიების შედეგები და დაგეგმეს საჯარო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც 30 სექტემბერს, ფაბრიკაში წარმოადგინეს ფორუმ თეატრი თემაზე: ახალგაზრდების გამოწვევები შრომის ბაზარზე. ფორუმ თეატრს მოყვა განხილვა და პანელური დისკუსია. პროექტის ფარგლებში გადამზადდა 80 ფასილიტატორი, ჩატარდა 10 ფორუმ თეატრი საქართველოს რეგიონებში, ვიმუშავეთ 200-ზე მეტ ახალგაზრდასთან ბათუმიდან, ზუგდიდიდან, გორიდან და ქუთაისიდან.

სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში 2018-03-14T12:34:57+00:00

ფორუმ თეატრი სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობისთვის

2018-03-14T12:31:56+00:00

კრეატიული განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ახლრციელებს პროეტს „სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“. პროექტის მთავარი მიზანია გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ახალგაზრდობასთან აქტიურად მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერება და ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ფორუმ თეატრის გამოყენებით. ფორუმ თეატრი, ეს არის თეატრალური მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა ბრაზილიელმა აუგუსტო ბოალმა, და დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო განათლებაში და ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის.

ფორუმ თეატრი სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობისთვის 2018-03-14T12:31:56+00:00

კარიერული წინსვლის ფორუმი

2018-03-14T12:27:29+00:00

5 ოქტომბერს კრეატიული განვითარების ცენტრმა კარიერული წინსვლის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყო საგანმანათლებლო სივრცეები, სადაც გაიმართა ვორკშოპები და შემეცნებითი ღონისძიებები. ფორუმი ემსახურებოდა ახალგაზრდებისთვის იმ კომპეტენციებისა და თანამედროვე მეთოდების გაზიარებას, რაც მათი განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვისაა საჭირო. ვორკშოპებს ატარებენ სპიკერები თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და რუსეთიდან, რომლებიც არიან საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. დღის ბოლოს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კარიერული წინსვლის ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე მოეწყო პანელური დისკუსია ახალგაზრდების დასაქმების, კომპეტენციების განვითარებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის თემაზე, რაშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის, ბიზნეს აქსელერაციის პროგრამის Start-up Nest და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებმა. მათ მიმოიხილეს სამი სექტორის პერსპექტივა საქართველოში დასაქმებისა და [...]

კარიერული წინსვლის ფორუმი 2018-03-14T12:27:29+00:00

დიდი ნახტომის შეჯიბრება

2018-03-14T12:24:07+00:00

ევროპის მდინარეთა ქსელის კოორდინებით ევროპის მდინარეებში ცურვის დღესთან დაკავშირებით დიდი ნახტომის შეჯიბრება (Big Jump Challenge) იმართება. დიდი ნახტომის შეჯიბრება არის ახალგაზრდული კამპანია, რომელიც მხარს უჭერს მათ, გამოიყენონ კრეატიული მეთოდები წყლის დაცვის პოპულარიზაციისათვის. კრეატიული განვითარების ცენტრი, როგორც ახალგაზრდული იდეებისა და აქტივობების მხარდამჭერი, აღნიშნული კამპანიის ერთადერთი ქართული პარტნიორი ორგანიზაციაა.

დიდი ნახტომის შეჯიბრება 2018-03-14T12:24:07+00:00