მენტორინგის პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით

2018-11-15T11:01:30+00:00

კრეატიული განვითარების ცენტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იწყებს მენტორინგის პროგრამას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით. პროგრამა ამ ეტაპზე აცხადებს სამ შესარჩევ კონკურსს: 1. ბიზნეს მენტორების შერჩევა 2. ქალი მეწარმეების შერჩევა მენტორინგის პროგრამაში მონაწილეობისთვის 3. კომპანიების შერჩევა ბიზნეს მენტორინგის დანერგვის მიზნით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ატვირთულ ფაილებში: CDC_INFOPACK_WOMENENT UPD_info pack mentors UPD_ info pack for companies

მენტორინგის პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით 2018-11-15T11:01:30+00:00

კრეატიული განვითარების ცენტრი ეძებს რეგიონულ კოორდინატორებს!

2018-11-15T10:17:50+00:00

"კრეატიული განვითარების ცენტრი" ახალი პროექტის "მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში აცხადებს მოკლევადიან ვაკანსიებს რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: მცხეთა-მთიანეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი კახეთი ქვემო ქართლი ვაკანსიის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე

კრეატიული განვითარების ცენტრი ეძებს რეგიონულ კოორდინატორებს! 2018-11-15T10:17:50+00:00

კრეატიული განვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას!

2018-10-30T12:53:42+00:00

"კრეატიული განვითარების ცენტრი" ახალი პროექტის: "მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში აცხადებს ვაკანსიებს: კომუნიკაციების ასისტენტი და ადმინისტრაციული ასისტენტი. შემოუერთდი აქტიური, საინტერესო და მოტივირებული ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღე ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოცდილება! დეტალურ ინფორმაციას გაეცანით jobs.ge-ს ბმულზე

კრეატიული განვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას! 2018-10-30T12:53:42+00:00

ფორუმ თეატრი – სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება

2018-04-21T15:29:43+00:00

კრეატიული განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით და ზრდასრულთა განათლების ქსელთან თანამშრომლობით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პროექტში: „სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“. პროექტის მთავარი მიზანია სამიზნე რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ფორუმ თეატრის გამოყენებით. ფორუმ თეატრი, ეს არის თეატრალური მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა ბრაზილიელმა აუგუსტო ბოალმა, და დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო განათლებაში და ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ რეგიონში შეირჩევა 20-20 მონაწილე, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა: - გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი: სამოქალაქო აქტივიზმი და ფორუმ თეატრი როგორც ინოვაციური მეთოდოლოგია - დაგეგმონ და განახორციელონ ფორუმ თეატრი საკუთარ რეგიონში ადგილობრივ ახალგაზრდობასთან - წარმოადგინონ მიღწეული შედეგები [...]

ფორუმ თეატრი – სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება 2018-04-21T15:29:43+00:00

ბენეფიციართა შესარჩევი კონკურსი პროექტში “ციფრული მარკეტინგი რეგიონული ბიზნესის განვითარებისთვის”

2018-03-30T13:32:11+00:00

ბენეფიციარების შესარჩევი კონკურსი - ციფრული მარკეტინგი რეგიონული ბიზნესის განვითარებისათვის "კრეატიული განვითარების ცენტრი", USAID-ის ზრდა პროგრამასთან ერთად, იწყებს ბენეფიციართა შერჩევას პროექტში "ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის". პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რა: ინტენსიური ტრენინგის კურსი ციფრულ მარკეტინგში სამიზნე მუნიციპალიტეტები: ზუგდიდი, გორი, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, მარნეული, ახმეტა, წალენჯიხა, ადიგენი, ნინოწმინდა, ასპინძა. როდის: მაისი-ივლისი 2018 წელი აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2018 წ. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის ადამიანი სამიზნე რეგიონებიდან, რომელსაც აქვს სასტუმრო, სასტუმრო სახლი ან სურვილი, რომ საკუთარი კერძო საკუთრება, თუნდაც არსებული 1-2 ოთახის სახით გამოიყენოს ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარები გაივლიან ინტენსიურ [...]

ბენეფიციართა შესარჩევი კონკურსი პროექტში “ციფრული მარკეტინგი რეგიონული ბიზნესის განვითარებისთვის” 2018-03-30T13:32:11+00:00

დაიწყო მენტორთა შესარჩევი კონკურსი

2018-03-28T17:06:01+00:00

კრეატიული განვითარების ცენტრი (USAID)ზრდა პროგრანამასთან ერთად იწყებს მენტორთა შერჩევას პროექტში ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის . პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას . რა : მენტორთა ინტენსიური ბანაკი სად : თბილისი , სასტუმრო ბომონდ გარდენი როდის : 11 - 18 აპრილი აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა : 1 აპრილი. თუ ხარ: 18-35 წლამდე გაინტერესებს ციფრული მარკეტინგი გსურს გახდე დამოუკიდებელი freelancer და მიიღო შემოსავალი მიიღო ცოდნა სასტუმროებისა და ზოგადად ბიზნესის ონლაინ ისვრცეში განვითარების შესახებ, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა. BootCamp ჩატარდება თბილისში , 11 - 18 აპრილს და 4 სავალდებულო მოდულის ინტენსიური კურსის ( იხილეთ ქვემოთ ) გარდა მოიცავს შემდეგ საკითხებს [...]

დაიწყო მენტორთა შესარჩევი კონკურსი 2018-03-28T17:06:01+00:00